Sunday, October 12, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს საბოლოო სახე მივეცით ჩვენს ნაშრომებს და ავტვირთეთ ბლოგზე. ძალიან შრომატევადი ტრენინგი გვქონდა თუმცა ბევრის მომცემიც. სასურველი იქნება მსგავსი სახის ტრენინგები ხშირად ჩატარდეს რაც მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში შეუწყობს ხელს.
Saturday, October 11, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ პროეატის სასწავლოპროცედურები, ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ და შევადგინეთ ფასილიტატორი მოსწავლეთათვის. საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დღე გამოვიდა.
Saturday, October 4, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ პროექტის შეფასება. პროექტზე მუშაობისას მოსწავლის შეფასება მრავალმხრივ უნდა მოხდეს. ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე განვიხილეთ წინარე ცოდნის შეფასების, წახალისების თვითრეგულირებადი სწავლის სტრატეგიები და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.
Sunday, September 28, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისათვის განსაზღვრული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ასევე გავეცანით გრაფიკულ ორგანიზატორებს. ტრენერმა გაგვაცნო შეფასების მეთოდები და ამოვირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი.
Saturday, September 27, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
შევარჩიეთ პროექტის თემატიკა, განვსაზღვრეთ პრობლემა და მიზანი სტანდარტებიდან გამომდინარე.
მესამე დღის რეფლექსია
გავეცანით მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროექტი, განვიხილეტ თუ რა არის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, დავამზადეთ მასწავლებლის ბუკლეტი, შევქმენით ბლოგი... დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.
Saturday, September 20, 2014
პირველი მოდულის რეფლექსია:
პირველი მოდული მოიცავდა ტრენერისა და ჯგუფის წევრების გაცნობას. ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი და მისაღწევი შედეგები. პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მნიშვნელოვანია... სასიამოვნო ატმოსფერომ რომელიც ჯგუში შეიქმნა უფრო აგვიმაღლა მოტივაცია და პირველი მოდულიც ნაყოფიერი გამოვიდა.
Subscribe to:
Posts (Atom)